Accentnews.ge
გაერო-ს უშიშროების საბჭომ უკრაინის თაობაზე გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის მოწვევას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ უკრაინის თაობაზე გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის მოწვევას მხარი დაუჭირა

27/02/2022 21:50:00 მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ უკრაინის თაობაზე გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის მოწვევას მხარი დაუჭირა.

საგანგებო სხდომის გამართვას მხარი დაუჭირა 11-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო რუსეთი. ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს.

ასეთივე შედეგით დასრულდა კენჭისყრა პარასკევს, როცა განიხილებოდა რეზოლუცია, რომელიც მოსკოვისგან ითხოვდა უკრაინის წინააღმდეგ იერიშის შეწყვეტასა და მისი ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. მაგრამ იმ შემთხვევაში რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და რეზოლუცია არ იქნა მიღებული.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S