Accentnews.ge
BP რუსეთში მუშაობას წყვეტს

BP რუსეთში მუშაობას წყვეტს

27/02/2022 20:46:36 მსოფლიო

BP რუსეთში მუშაობას წყვეტს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბრიტანული კომპანია BP რუსეთში მუშაობას წყვეტს. იგი ტოვებს თავის წილს რუსულ კომპანია "როსნეფტში", რაც დასავლური კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინაში მოსკოვის შეჭრის საპასუხოდ, – იუწყება Reuters.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, BP-ს წარმომადგენლები "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს "დაუყოვნებლივ" ტოვებენ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S