Accentnews.ge
ორი რუსი ოლიგარქი ომის წინააღმდეგ გამოვიდა

ორი რუსი ოლიგარქი ომის წინააღმდეგ გამოვიდა

27/02/2022 20:57:32 მსოფლიო

ორი რუსი ოლიგარქი – მიხეილ ფრიდმანი და ოლეგ დერიპასკა ომის წინააღმდეგ გამოვიდა,– იუწყება Reuters.

„დარწმუნებული ვარ, რომ ომი არასდროს საკითხის გადაწყვეტა. ეს კრიზისი მსხვერპლის ფასი დაჯდება, ორივე ერს მიაყენებს ზიანს. მე ღრმად ვარ დაკავშირებული უკრაინელ და რუს ხალხთან და ამ ომს ვაფასებ როგორც ტრაგედიას ორივე მხარისთვის. ვუერთდები მხურვალე სურვილს – დასრულდეს სისხლისღვრა“,– ნათქვამია „ალფა–ბანკის“ თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანის წერილში, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს მიემართებოდა.

ირკვევა, რომ წერილი მან 25 თებერვალს გაგზავნა – რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყებიდან ერთი დღის შემდეგ.

„ეს ჩემი პირადი წერილი იყო კომპანიის LetterOne თანამშრომლებისადმი. სამწუხაროდ, ის საჯარო გახდა, რასაც არ ველოდი“,– განაცხადა მოგვიანებით ბიზნესმენმა.

იგივე პერიოდში ჰოლდინგ „საბაზო ელემენტის მფლობელმა ოლეგ დერიპასკა,. რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, საჯაროდ გამოვიდა ომის წინააღმდეგ:

„მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაწყოს!“.

შეგახსენებთ, რომ უკრანაზე თავდასხმის გამო დასავლეთი რუსეთს მასშტაბურ სანქციებს უწესებს, რომელიც მათ შორის რუს ოლიგარქებს და ბანკებს შეეხება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S