Accentnews.ge
FIFA-მ ოფიციალურად ჩამოართვა რუსეთს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება

FIFA-მ ოფიციალურად ჩამოართვა რუსეთს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება

27/02/2022 20:37:32 მსოფლიო

მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები აღარ ჩატარდება, ხოლო რუსეთის გუნდის თამაშები ჩატარდება ნეიტრალურ მოედნებზე და მაყურებლების გარეშე.

ასევე, FIFA-ს წევრი რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ არა ქვეყანა რუსეთის, არამედ რუსეთის ფეხბურთის საბჭოს სახელით. ასევე ვერ გამოიყენებენ რუსეთის დროშასა და ჰიმნს.

ამასთან, FIFA განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღებას და მათ შორისაა ქვეყნის გარიცხვა ტურნირებიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S