Accentnews.ge
რუსეთში აშშ–ის საელჩო თანამოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთში აშშ–ის საელჩო თანამოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

27/02/2022 20:28:15 მსოფლიო

რუსეთში აშშ–ის საელჩოს თანამოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ავიაკომპანიების სულ უფრო მეტი რაოდენობა აჩერებს ფრენებს რუსეთში და მის გარეთ და ბევრმა ქვეყანამ დაკეტა თავისი საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის. აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ რუსეთიდან დაუყოვნებლივ გამგზავრების შესაძლებლობა კომერციული ვარიანტებით, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, – აცხადებს დიპლომატირუი უწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სრულად ჩაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის. რიგმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის "ეარ ფრანსმა" რუსეთიდან ყველა ფრენა გააუქმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S