შვედეთი უკრაინას იარაღს უგზავნის
27/02/2022 19:24:32 მსოფლიო
შვედეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის.
პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონის თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთი 1939 წელს, ფინეთში საბჭოთა შეჭრის შემდეგ, იარაღს გაუგზავნის კონფლიქტურ ქვეყანას.
მისი თქმით, "სამხედრო დახმარება მოიცავს 135 000 საველე რაციონს, 5000 ჩაფხუტს, 5000 რთეულ ჯავშანჟილეტს და 5000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს"


