Accentnews.ge
ევროკავშირმა ევროპის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების "Russia Today"–ისა და "Sputnik"–ის მაუწყებლობა აკრძალა

ევროკავშირმა ევროპის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების "Russia Today"–ისა და "Sputnik"–ის მაუწყებლობა აკრძალა

27/02/2022 17:15:46 მსოფლიო

ევროკავშირმა ევროპის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების "Russia Today"–ისა და "Sputnik"–ის მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მიზეზად რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელდება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S