უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: "ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები ისროლეს" (ვიდეო)
27/02/2022 16:44:43 მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ "ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები ისროლეს".
"რაკეტები ბელარუსიდან უკრაინაში დაახლოებით 17:00 საათზე (15:00 GMT) გაუშვეს", – აცხადებს გერაშენკო.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულს უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე შეხვდება.
"ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი: ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდებოდა უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩეს", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
.


