
პუტინმა "ბირთვული ძალის“ განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა
27/02/2022 14:19:07 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა,– იუწყება რუსული მედია.
„ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს კრემლში თავდაცვის მინისტრთან სერგეი შაიგუსთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა გამართა.
როგორც სამხედრო ექსპერტი განმარტავს, საუბარია ბირთვულ ძალაზე და მიმდინარეობს ბირთვული დაძაბულობა.
„პირველ რიგში, საუბარია ბირთბულ ძალაზე. ეს ეხება სარაკეტო სისტემებს, საკრუიზო რაკეტებს და ა.შ. ეს არის პირდაპირი საფრთხე“, - განმარტა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ გოლცმა და დასძინა, „მოდით, გულწრფელები ვიყოთ: რუსეთის ბირთვული ძალები მთელი ამ ხნის განმავლობაში მზადყოფნაში იყვნენ. და როდესაც ისინი საუბრობენ სპეციალურ რეჟიმზე, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელები იგონებენ განსაკუთრებულ სიტყვებს, რათა ხაზი გაუსვან, რომ ბირთვული ესკალაციის საფრთხეს“