
ირლანდია მხარს დაუჭერს უკრაინის წინადადებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე
27/02/2022 13:46:21 ევროპა
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომას ბირნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინის თხოვნას, ევროკავშირის წევრობაზე მისი კანდიდატურის გადახედვის თაობაზე,– იუწყება Financial Times.
განცხადება მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებიდან რამდენიმე საათში გაჟღერდა.
ზელენსკის თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ბლოკს შეუერთდეს.
პოლონეთმა, სლოვენია, და ლიეტუვამ ასევე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
"უკრაინაში არსებობს ძირითადი თავისუფლებები: მათ შეუძლიათ, ხმა მათ მისცენ, ვინც მოსწონთ; შეუძლიათ თქვან ის, რაც მოსწონთ; ხელისუფლებას სურს, მათი ეკონომიკა აყვავდეს. რუსეთში კი თქვენ ვერ შეძლებთ, ხმა მას მისცეთ, ვინც მოგწონთ; ვერ იტყვით იმას, რაც გსურთ; ხოლო ეკონომიკა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მაღალი დონეა სიღარიბის და ეს კიდევ გაუარესდება“,– განაცხადა მინისტრმა BBC–სთან და დასძინა, „ამიტომ უკრაინას სურს ის, რაც რუსეთს არ აქვს, მაგრამ გვაქვს ჩვენ და ვფიქრობთ, რომ მათ ამის უფლება აქვთ და ჩვენ უსიტყვოდ დაუჭერთ მხარს მათ სწრაფვას“.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ირლანდიამ, განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის თავის საჰაერო სივრცეს დახურავს.