Accentnews.ge
უკრაინის დელეგაცია რუსულს უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე შეხვდება

უკრაინის დელეგაცია რუსულს უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე შეხვდება

27/02/2022 13:31:05 ევროპა

უკრაინის დელეგაცია რუსულს უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე შეხვდება,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი: ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდებოდა უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩეს", - წერს ზელენსკი.

მეოთხე დღეა, რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ სამხედრო აგრესიას ახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S