
საქართველოში "VTB ბანკის" მეანაბრეებსა და მსესხებლებს "ბაზისბანკი" მოემსახურება
27/02/2022 14:25:34 ეკონომიკა, საზოგადოება
დღეიდან საქართველოში "ვითიბი ბანკის" მეანაბრეებსა და მსესხებლებს "ბაზის ბანკი" მოემსახურება,– იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "ვითიბიმ" საცალო, სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი "ბაზის ბანკზე" გაასხვივა.
"ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება "ბაზისბანკის" მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე ვითიბი ბანკის ფილიალებში", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
"ვითიბისა" და სხვა რუსულ ბანკებს აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ სანქციები დაუწესა.