Accentnews.ge
უკრაინამ პარტნიორებისგან რაკეტების მსხვილი პარტია მიიღო

უკრაინამ პარტნიორებისგან რაკეტების მსხვილი პარტია მიიღო

27/02/2022 11:53:43 ევროპა

დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას „ჰაერ-ჰაერი“ კლასის რაკეტების მსხვილი პარტია მიაწოდეს,– იუწყება უკრაინის გენშტაბი.

„დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მივიღეთ დიდი პარტია „ჰაერი–ჰაერი“ კლასის რაკეტების. ისინი უკვე ჩვენი გამანადგურებლების ფრთებქვეშ არიან. მფრინავები გვარწმუნებენ, რომ ყველა ურწმუნოსთვის საკმარისი იქნება. მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ანტიპუტინური კოალიციიდან უკრაინელი მებრძოლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, რომელიც იცავდა მრავალწლიან პრაქტიკას, არ დაეშვა მის კონტროლს ქვეშ არსებული ლეტალური იარაღის კონფლიქტის ზონაში შეღწევა, პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 საზენიტო რაკეტას მიაწვდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S