Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთს ჰააგაში უჩივლა

უკრაინამ რუსეთს ჰააგაში უჩივლა

27/02/2022 10:55:33 ევროპა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც რუსეთს სამხედრო მოქმედებების ახლავე შეწყვეტას აიძულებს. ჩვენ სასამართლო პროცესების დაწყებას შემდეგი კვირიდან ველოდებით“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

მეოთხე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S