ზელენსკი უარს აცხადებს, მოსკოვთან მოლაპარაკებები მინსკში გაიმართოს
27/02/2022 08:07:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს აცხადებს მოსკოვის შეთავაზებაზე, უკრაინულმა მხარემ რუსულთან მოლაპარაკებები მინსკში გამართოს.
"მინსკში მოლაპარაკება შესაძლებელი მაშინ იქნებოდა, რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან რომ არ დასხმებოდა თავს", – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევი "ღიაა მოლაპარაკებებისთვის სხვა ადგილებში, რომლებიც არ ავლენენ აგრესიას უკრაინის მიმართ".
ცოტა ხნის წინ კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
როგორც კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ბელორუსიაში ჩავიდა და ახლა უკრაინელებს ელოდება".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


