უკრაინა უცხოელ მოხალისეებს დახმარებას სთხოვს
27/02/2022 07:55:28 მსოფლიო
კიევი აცხადებს, რომ აყალიბებს "საერთაშორისო" ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მოხალისეობა უკრაინის მხარდასაჭერად.
„ეს იქნება ჩვენი ქვეყნისადმი თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


