
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 835 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი
27/02/2022 07:07:52 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 835 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 840 ადამიანი, გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 252 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 913 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 339 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.64%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა,
- აჭარა - 245,
- იმერეთი - 845,
- ქვემო ქართლი -190,
- შიდა ქართლი - 227,
- გურია - 243,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327,
- კახეთი - 442,
- მცხეთა-მთიანეთი - 82,
- სამცხე-ჯავახეთი - 61,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც,
4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 162, აჭარაში - 426, იმერეთში - 798.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 116, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 29, იმერეთში - 27.
449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 - თბილისში, 0 - აჭარაში.
90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.