Accentnews.ge
კიევში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმის

კიევში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმის

27/02/2022 06:53:36 მსოფლიო

კიევში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმის.

27 თებერვალს ღამის განმავლობაში ძლიერი თავდასხმების მიუხედავად, კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ. ადგილობრივი დროით 7:30-ზე კიევის მერის მოადგილე აცხადებდა, რომ ქალაქში სიმშვიდე იყო.

27 თებერვლის ღამით რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, არ გააღონ ფანჯრები.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S