რუსული ძალები ხარკოვში შევიდნენ
27/02/2022 06:43:14 მსოფლიო
რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შევიდნენ.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა:
"არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


