"72-საათი წინააღმდეგობა, მსოფლიოს არ სჯეროდა, თუმცა ჩვენ თავდაჯერებულად ვაგრძელებთ ბრძოლას რუს ოკუპანტთან"
27/02/2022 05:59:26 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დასავლეთს მოუწოდებს, რომ კიევს კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ.
მისი თქმით, დასავლეთის უსაფრთხოება უკრაინაზეა დამოკიდებული.
"72-საათი წინააღმდეგობა! მსოფლიოს არ სჯეროდა. სამყარო დაეჭვდა, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულად ვაგრძელებთ ბრძოლას რუს ოკუპანტთან! ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ნუ გეშინიათ რუსეთის, იყავი ძლიერი და მოიგერიე! უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უფრო ძლიერი უნდა იყოს! თქვენი უსაფრთხოება ჩვენზეა დამოკიდებული!", – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.


