მედია – რუსულმა ძალებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს
27/02/2022 05:46:19 მსოფლიო
რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყებაში განაცხადეს, რომ პეჩერსკაიას მეტროსადგურთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელია.


