ლუცკსა და რივნეში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ
27/02/2022 05:31:53 მსოფლიო
საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალიზაციის ხმა ვრცელდება უკრაინის, სულ მცირე, ორ ქალაქში: დასავლეთში-რივნეში და ჩრდილო-დასავლეთით ლუცკში.
მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.


