Accentnews.ge
მოსკოვში აშშ–ის სანქციების გამო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ჩამოგდებით დაიმუქრნენ

მოსკოვში აშშ–ის სანქციების გამო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ჩამოგდებით დაიმუქრნენ

27/02/2022 02:28:50 მსოფლიო

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის МКС ჩამოვარდნის საფრთხეს ზრდის,– ამის შესახებ twitter–ზე „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი წერს:

„თუ ჩვენთან თანამშრომლობას დაბლოკავთ, ვინ გადაარჩენს МКС უკონტროლო აღმოსავლეთიდან და ევროპის ან აშშ–ს ტერიტორიებზე ვარდნისგან? ასევე არსებობს 500–ტონიანი კონსტრუქციის ჩინეთში ან ინდოეთში ჩამოვარდნის ვარიანტი. გინდათ მათ მსგავსი პერსპექტივით დაემუქროთ? რუსეთის თავზე МКС არ დაფრინავს, ამიტომაც, ყველა რისკი თქვენია. თქვენ მზად ხართ ამისთვის? ბატონებო, როდესაც სანქციებს გეგმავთ, ის, ვინც მათ აგენერირებს, ავადმყოფობაზე შეამოწმეთ“.

აშშ-ს რუსეთში მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გაყიდვას კრძალავს. კერძოდ, იგეგმება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის რუსული იმპორტის განახევრება, რაც დააზარალებს როგორც ქვეყნის საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიას, ისე, კონკრეტულად კოსმოსურ პროგრამას.

ამასთან, რუსეთის რამდენიმე ბანკს SWIFT-იდან თიშავენ, გეგმავენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. პროგნოზირებენ, რომ შედეგები უკვე ორშაბათს აისახება მტკივნეულად რუსულ რუბლზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S