
ხარკოვში რუსულმა ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს
27/02/2022 01:42:23 ევროპა
ხარკოვში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, უწყება მოქალაქეებს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ქიმიურ ობიექტებზე ავარიების შემთხვევაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ვასილკოვოზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, იქ ნავთობის ბაზა იწვის.
კიევის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება აცხადებს, რომ ვასილკოვის მახლობლად აეროპორტისთვის ბრძოლა გრძელდება:
"შეტაკებები გრძელდება, რის გამოც მეხანძრე-მაშველები ხანძრის ქრობის პროცესს ვერ იწყებენ. ამ დროისთვის მოხერხდა გაზის მიწოდების შეჩერება. ცეცხლი 10 რეზერვუარიდან ერთ-ერთს უკიდია. არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს".