Accentnews.ge
ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

27/02/2022 01:05:20 ევროპა

ხარკოვში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1 ქალი. კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებულია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს ბრძოლები ისევ იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო.

პოლოდიაკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს აკავებენ და მათ წინასვლას ხელს უშლის:

"პოზიციური ბრძოლებია. ომის მესამე დღეა, ხოლო პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო".

პოლოდიაკისვე განცხადებით, კიევში ვითარება იძაბება, რადგან აქ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმყოფება:

"რუსეთის მთავარი მიზანია, შეცვალოს უკრაინის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთებაც მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, არსად წასულა და არც აპირებს წასვლას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S