
რუსმა მსახიობმა უკრაინის არმიას $10 000 გადაურიცხა და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა
27/02/2022 00:59:54 ევროპა, საზოგადოება
რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ მახიობი თავად იუწყება.
„უკრაინის არმიას მხარს ვუჭერ 10000$–ით და თქვენც მოგიწოდებთ იგივესკენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. გული მიდუღს, ვაცნობიერებ რა, რომ თქვენს ქვეყანაში ახლა როგორც თქვენი, ისე ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გულწრფელად მსურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს", - წერს მსახიობი და დასძენს, რომ არ სურს, უკრაინის ქალაქები დანგრეული, ხოლო ხალხი განადგურებული ნახოს.