Accentnews.ge
„ახლახანს დასრულდა პირველი ოპერაცია“ – ლიეტუვამ უკრაინას იარაღი გადასცა

„ახლახანს დასრულდა პირველი ოპერაცია“ – ლიეტუვამ უკრაინას იარაღი გადასცა

26/02/2022 23:46:57 ევროპა

ლიეტუვამ უკრაინას იარაღი გადასცა. ამის შესახებ ქვეყნის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალდემარას რუფშისი იუწყება.

„ახლახანს დასრულდა პირველი მატერიალურ–ტექნიკური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ლიეტუველმა სამხედროებმა უკრაინის არმიას დიდი რაოდენობით ავტომატები, პისტოლეტები, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი მსგავსი ოპერაციაა.

მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს და თარჯიმნებს.

კიევში ღამით რუსეთის მხრიდან მასშტაბურ შეტევას ელიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S