Accentnews.ge
„უარი თქვით რუსეთის ვასალობაზე“ - მაკრონმა ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ

„უარი თქვით რუსეთის ვასალობაზე“ - მაკრონმა ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ

26/02/2022 23:16:03 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის დეტალები მოჰყვა.

კერძოდ, მაკრონმა მიმართა ლუკაშენკას მოწოდებით, "მოითხოვოს რუსული ჯარების სწრაფი გაყვანა ბელორუსის მიწიდან, რადგან ეს ჯარები აწარმოებენ ცალმხრივ და უსამართლო ომს".

„საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი და ბელარუსი ხალხის ძმობამ უნდა აიძულოს ბელარუსი, უარი თქვას რუსეთის ვასალობაზე და დე ფაქტო დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მაკრონმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, ბირთვული იარაღი ბელორუსის მიწაზე განათავსოს.

საუბრის შესახებ ინფორმაცია მანამდე ავტორიტარი რეჟიმის მიერ კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა, თუმცა განსხვავებული შინაარსით. კერძოდ, საუბარი იყო, რომ საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა, „მხარეებმა განიხილეს ბელარუსის პოზიცია და ჩართულობა (რუსეთ-უკრაინის) კონფლიქტში. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროპის მომავლისა და ბელარუსის ადგილის განხილვას ამ მსოფლიო წესრიგში. ასევე ისაუბრეს ბელორუსისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ“.

ლუკაშენკომ ასევე ყალბი უწოდა ინფორმაციას ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S