Accentnews.ge
ილონ მასკმა უკრაინისთვის Starlink-ის ტერმინალები გახსნა

ილონ მასკმა უკრაინისთვის Starlink-ის ტერმინალები გახსნა

26/02/2022 22:48:37 მსოფლიო

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა უკრაინას რუს აგრესორთან ბრძოლაში და ქვეყნისთვის Starlink-ის ტერმინალები გახსნა,– ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მასკმა საჯაროდ გამოაცხადა უკრაინისთვის Starlink-ის ტერმინალების გახსნის შესახებ Twitter-ზე.

"Starlink სერვისები უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი მოგვიანებით", - წერს მასკი.

Starlink არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.

ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ილონ მასკს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა მიმართა.

„ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას - რუსეთი ცდილობს უკრაინის კოლონიზაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან - რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა - გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink სადგურები და წვდომა სატელიტური ინტერნეტით! ” - დაწერა მინისტრმა.

მოგვიანებით კი მინისტრმა აღნიშნა: "ჩვენ ვქმნით IT არმიას". მისი თქმით, შეიქმნა არხი, სადაც ციფრული ნიჭის მქონე ადამიანები გაერთიანდებიან. მისი თქმით, გრძელდება "ბრძოლა კიბერ ფრონტზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S