
უკრაინა რუსი ძალების მიერ ჟურნალისტის მკვლელობისა და სასწრაფო დახმარების მანქანისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება
26/02/2022 22:30:32 ევროპა
ხერსონაში რუსმა სამხედროებმა საინფორმაციო ყოველკვირეული გამოცემის თანამშრომელი, სამოქალაქო ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ „ფეისბუქში“ გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წერს.
მისი ინფორმაციით, სოფელ ზელენოვკაში ავტომობილიდან დაცხრილეს ჟურნალისტი დილერბეკ შაკიროვი, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელიც იყო.
ვენედიქტოვას ინფორმაციით, დღესვე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილი მამაკაცი გადაყავდა.
გენპროკურორის ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლი და დაჭრილი მამაკაცი დაიწვნენ, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.