Accentnews.ge
„კიევი მომდევნო საათში სასტიკი ბრძოლების მოლოდინშია“ - სახალხო დეპუტატი

„კიევი მომდევნო საათში სასტიკი ბრძოლების მოლოდინშია“ - სახალხო დეპუტატი

26/02/2022 21:38:29 ევროპა

26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქს მძიმე ბრძოლა ელის,– იუწყება უკრაინელი სახალხო დეპუტატი ირინა გარაშენკო.

„მომდევნო ნახევარ საათში ან საათში ფაშისტური რეჟიმი კიევს ესვრის ყველაფერს, რაც აქვს, მთელს სასიკვდილო ქარიშხალს. გთხოვთ, ყველანი თავშესაფარში ჩადით“.

მანამდე უკრაინული მედია იუწყებოდა, პოლიციამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიებში, დარნიცკოს რაიონში გაანეიტრალეს დივერსანტთა ჯგუფი, რომლებიც ბლოკპოსტის გარღვევას ცდილობდნენ.

ბრძოლები იყო კიევთან, გოსტომელშიც, სადაც დაიღუპა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის უფროსი მაგომედ ტუშაევი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კიევში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს – "ოხმატდიტს" ცეცხლი გაუხსნეს.

საარტილერიო თავდასხმის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. მათ სხვადასხვა სიმძიმის, კიდურების დაზიანებები აქვთ.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში სხვა დაშავებული ბავშვები შეჰყავდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S