
გერმანიიდან თანხმობის მიღების შემდეგ, ესტონეთი უკრაინაში ჰაუბიცებს გზავნის
26/02/2022 21:10:02 ევროპა
გერმანიიდან თანხმობის მიღების შემდეგ, ესტონეთი უკრაინაში ჰაუბიცებს გზავნის. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა.
"გერმანიამ დღეს უკრაინის და დემოკრატიის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ის დასთანხმდა ესტონეთის მიერ უკრაინაში ჰაუბიცების გაგზავნას", - თქვა კალასმა.
ცნობისთვის: გერმანიამ პირველად დაუშვა უკრაინისთვის იარაღის გადაცემა. კერძოდ, ბერლინი კიევს 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს მიაწვდის.