Accentnews.ge
აბრამოვიჩმა “ჩელსის” მართვას ჩამოაშორეს

აბრამოვიჩმა “ჩელსის” მართვას ჩამოაშორეს

26/02/2022 20:51:15 ევროპა

ბიზნესნემა რომან აბრამოვიჩმა ლონდონის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მართვაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება კლუბის საიტზე გაჩნდა.

"თითქმის 20 წლის განმავლობაში თავს კლუბის მცველად განვიხილავდი, რომლის ამოცანად იმ წარმატების მიღწევა მიმაჩნდა, რომელიც დღეს გვაქვს, ასევე შეძლებისდაგვარად ჩვენი მომავლის მშენებლობა. გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი და დღესაც ერთგული ვარ ამ ფასეულობების. სწორედ ამიტომ კლუბის მართვას გადავცემ საქველმოქმედო ფონდ “ჩელსის” მეურვეებს. ვთვლი, რომ სადღეისოდ ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან საიმისოდ, რომ კლუბის ინტერესებზე, ფეხბურთელებზე, პერსონალსა და გულშემატკივრებზე იზრუნონ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აბრამოვიჩს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები შეეხო.

ოლიგარქმა “ჩელსი” 2003 წელს 140 მლნ ფუნტად შეიძინა. კლუბის აქტივი 1,9 მლრდ ევროდ ფასდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S