
ნატო-ს წევრი 3 ქვეყანა უკრაინაში დამატებით შეიარაღებას აგზავნის
26/02/2022 20:31:58 ევროპა
ნატო-ს წევრი 3 ქვეყნის – ჩეხეთის, პორტუგალის და ნიდერლანდების განცხადებით, ისინი უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად დამატებით სამხედრო დახმარებას გაგზავნიან.
ჩეხეთის რესპუბლიკამ აიღო ვალდებულება, რომ გააგზავნოს 8.5 მილიონი დოლარის ოდენობის იარაღი.
„მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში იარაღის გადაზიდვის პროცესი. ჩვენ ვუგზავნით ტყვიამფრქვევებს, ავტომატებს, სნაიპერულ თოფებს და პისტოლეტებს და მათ შესაბამის საბრძოლო მასალას“, -წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.
მანამდე ნიდერლანდებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი უკრაინას დამატებითი 200 საზენიტო რაკეტით მოამარაგებდნენ.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ კი განაცხადა, რომ ქვეყანა გააგზავნის დახმარებას, რათა შეუერთდეს უკრაინელ ჯარისკაცებს ადგილზე და დაეხმაროს მათ საზღვრების დაცვაში.