Accentnews.ge
„300-ზე მეტი უბედური წვევამდელი მოვაგროვეთ, სატანკო ბატალიონის მეთაური დავაკავეთ“ –  კიევი რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება

„300-ზე მეტი უბედური წვევამდელი მოვაგროვეთ, სატანკო ბატალიონის მეთაური დავაკავეთ“ –  კიევი რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება

26/02/2022 19:32:03 ევროპა

რუსული მხარის დანაკარგს დღეისთვის შეადგენს 1000–ზე მეტი გარდაცვლილი და 2,5 ათასამდე დაჭრილი,– განაცხადა პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, რუსი სამხედროები „მასობრივად ბარდებიან ტყვედ“, მათ შორის არიან უფროსი ოფიცრებიც. დღეს ტყვედ აიყვანეს სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი და სატანკო ბატალიონის მეთაური:

„უკვე 300-ზე მეტი უბედური წვევამდელი მოვაგროვეთ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის სამინისტროში რუსი ჯარისკაცების დედებისთვის „ცხელი ხაზი“ იმუშავებს, სადაც მათ შვილების ბედის გარკვევა შეეძლებათ.

„ეს არის ჩვენი კეთილი ნებაა რუსი დედების მიმართ, რომელთა შვილებს პუტინის რეჟიმი ჯგუფურად კლავს აქ, უკრაინაში“, - დასძინა მან.

არესტოვიჩი ამბობს, რომ დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს წინ თითქმის არ წაუწევია და „პაუზა“ გამოწვეულია დანაკარგებით:

"მტერი აგრძელებს მოგროვებას კიევის დასავლეთით, მაგრამ ჩვენ მას საარტილერიო დარტყმებს ვაყენებთ, ისინი განიცდიან უზარმაზარ ზარალს. ჩვენ შევანელეთ მათი ტემპი და ახლა ისინი არ მიდიან კიევისკენ“.

მისი თქმით, „ახლა ხაზი“ სუმი და ჩერნიგოვია:

სუმი მთლიანად ჩვენს კონტროლს ქვეშაა. იქ ძველი და მოქმედი მებრძოლები არიან. მოქალაქეები დამოუკიდებლად მობილიზდნენ და თავს იცავენ, წვავენ მტრის საწვავის მარაგებს“.

მისივე ინფორმაციით, „ხარკოვი უძლებს...არაჩვეულებრივ შედეგებს ავლენს საბრძოლო შედეგების თვალსაზრისით“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარიუპოლთან ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი და რომ მელიტოპოლიდან მიემართება რუსული ტაქტიკური ჯგუფი:

„მაგრამ ჩვენებმა იციან ამის შესახებ და დახვდებიან. ამჟამად არსებობს პრობლემა ზაპოროჟიეს სადგურზე თავდასხმის, სადაც მტრის ქვედანაყოფი მოძრაობს. მაგრამ ვიცით ამის შესახებ და ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ვერსად წავლენ“.

მან დააზუსტა, რომ ხერსონი უკრაინელების კონტროლქვეშაა:

"მთელი დღის განმავლობაში, გარდა მცირე გადაადგილებისა მელიტოპოლიდან მარიუპოლში, მტრის არც ერთი წინსვლა არ ჰქონია. სამ-ოთხ რაიონში, სადაც წინსვლას ცდილობდნენ, დამარცხდნენ", - თქვა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ „ყირიმში წვევამდელების 53% გაიქცა, უარს ამბობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე“.

ცნობისთვის: NATO-ს წარმომადგენლის განცხადებით, რუსებს პრობლემები აქვთ საწვავის ნაკლებობის კუთხით, შენელდნენ და "მორალიც პრობლემაა". თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ეს ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამო ჩერდება.

26 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S