
CNN-მა რუსებს უკრაინის საზღვართან “ვაკუუმის ბომბების” გამშვები რეაქტიული სისტემები აღმოუჩინა
26/02/2022 19:14:06 ევროპა
CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა ბელგოროდის სამხრეთით (რუსეთი, უკრაინის საზღვართან) ე.წ. ვაკუუმის ბომბების გამშვები რუსული რეაქტიული სისტემები TOS-1 და TOS-1A აღმოაჩინა.
ამ სისტემებში გამოიყენება თერმობარული ქობინები მაღალტემპერატურული ასაფეთქებლებით – იგივე "ვაკუუმური ბომბები", რომლებიც გარემოდან ჟანგბადს იწოვს, იწვევს მასიურ აფეთქებას, მაღალი წნევის მძლავრ ტალღას მასშტაბური დამანგრეველი ეფექტით.
Human Rights Watch-ის ცნობით, თავის დროზე რუსებმა თერმობარული იარაღი ჩეჩნეთში გამოიყენეს, რასაც საშინელი შედეგები მოჰყვა. მათი გამოყენება არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო.