Accentnews.ge
უნგრეთის პრემიერ–მინისტრი: "სრულად დავუჭერთ მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას"

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი: "სრულად დავუჭერთ მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას"

26/02/2022 19:06:14 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც კრემლის ლიდერის ახლო მოკავშირეა, აცხადებს, რომ "უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას".

"ახლა ერთად დგომის დროა. ეს ომია და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ომამდე არსებულ ვითარებას და აღვადგინოთ მშვიდობა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით ევროპის ყველა ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი გმობს რუსეთის ქმედებას.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. კიევის გარეუბნებში ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S