Accentnews.ge
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 5 ბავშვი ემსხვერპლა, 33 დაჭრილია

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 5 ბავშვი ემსხვერპლა, 33 დაჭრილია

26/02/2022 18:19:05 ევროპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 5 ბავშვი დაიღუპა, 33 დაიჭრა,– იუწყება უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ლუდმილა დენიოვა.

მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ საბავჭვო ბაღის დაბომბვისას მიღებული ჭრილობით ერთი ბავშვი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი 7 წლის ბავშვი.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს (UNICEF), წითელი ჯვრის საზოგადოებას თხოვნით მივმართავ, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიონ დაზარალებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. არც ერთი ბავშვი არ უნდა გახდეს ომის მსხვერპლი“, - ხაზგასმით აღნიშნა დენისოვამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S