
კიევი რუსების მიერ სამოქალაქო ავტობუსის დაბომბვის შესახებ იუწყება, არის მსხვერპლი
26/02/2022 17:57:09 ევროპა
ხარკოვის ოლქში სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა,– ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო იუწყება:
„5 დაღუპული, 6 დაჭრილი – ყველანი ტორეცკის მკვიდრები არიან. ისინი სამოქალაქო ავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც რუსების დაბომბვის ქვეშ მოჰყვა. ავტობუსი იზუმ–ხარკოვის გზაზე მოძრაობდა“.
დაღუპულთა შორის ორი 42 წლამდე ქალი და სამი კაცია. მათგან ორი 2000 და 2004 წელსაა დაბადებული.
„რუსეთი სამოქალაქო პირებს კლავს და თავის დანაშაულებებისთვის პასუხს აგებს!“,– დასძენს ის.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომდგენლის ცნობით, ხარკოვსა და მის ირგვლივ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რომ რუსები მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებიან უკრაინელების მხრიდან, განსაკუთრებით, კიევთან.