
"ნიდერლანდებს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანთან დაკავშირება სურს"
04/09/2019 19:07:28 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ნიდერლანდებს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანთან დაკავშირების სურვილი აქვს. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az ექსკლუზიურად იუწყება, ჰოლანდიაში აშკარა ინტერესია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისადმი და შესაძლოა, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრმლობა შედგეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა სერიოზული ეკონომიკური პერსპექტივებით. აზერბაიჯანი ისტორიულად იყო ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს რკინიგზა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხაზი ევროპასა და აზიას შორის, სადაც აზერბაიჯანი ლოჯისტიკური ცენტრი იქნება. ნიდერლანდებს აქვს ნათელი და ცალსახა ინტერესი, რკინიგზას დაუკავშირდეს და პროდუქცია აზიაში გადაზიდოს და პირიქით’’,- ასე უპასუხეს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ის მიმართვას.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ, ნიდერლანდებში არის სურვილი საპორტო ინდუსტრიაში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვისაც.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. მაგისტრალი აზერბაიჯან-ქართულ-თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე რკინიგზით 6,5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა, ასევე ერთ მილიონამდე მგზავრი ტრანსპორტირდება მოხერხდება.
წყარო: bm.ge