Accentnews.ge
ბელგია უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის

ბელგია უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის

26/02/2022 17:49:32 ევროპა

ბელგია უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის,– ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ალექსანდრ დე კრო იუწყება.

გარდა ამისა, დე კრო ამბობს, რომ ბელგია გუშინ გაცხადებული ნატოს სწრაფი რეაგირებს ძალების ფარგლებში რუმინეთში 300 ბელგიელ ჯარისკაცს გაგზავნის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა მესამე დღეა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, რომელიც ხორციელდება ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა:

"მას შემდეგ, რაც კიევმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოხატა, აქტიური საომარი მოქმედებები ყველა ძირითადი მიმართულებით შეჩერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარი თქვა, ყველა ქვედანაყოფს დაევალა, განაგრძოს შეტევა ყველა მიმართულებით ოპერაციული გეგმის შესასრულებლად".

კიევი დიდი ხანია, მზაობას აცხადებს მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S