
„დავეხმაროთ, რომ ჯოჯოხეთში მოხვდნენ!“ – კიევში საგზაო ნიშნებს ხსნიან, უკრაინელებმა ააფეთქეს რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა
26/02/2022 17:08:16 ევროპა
რუსი სამხედროები რუქებით მოძრაობენ, ამიტომ უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მტრისთვის გზის ასარევად საგზაო ნიშნებს ხსნიან. გაიცა შესაბამისი დავალებაც.
„ჩვენ ვხსნით საგზაო ნიშნებს ქვეყნის ყველა გზაზე. N1 პრიორიტეტია - ნიშნები, დასახლებათა სახელები. ჩვენ შეგროვებულ ნიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გზებზე მომუშავეებს გადავცემთ.
მტერს საშინელი კავშირები აქვს – უჭირთ ორიენტირება. მოდით, დავეხმაროთ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ!“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ უკრაინა–რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა ააფეთქა.