
„ბარბაროსო, რით ვერ გაძეხი?! უკრაინა ჩვენც გვიცავს!“ – საქართველოში უკრაინის მხარდამჭერად ათასობით ადამიანი კვლავ შეიკრიბა
26/02/2022 16:45:35 საზოგადოება
ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქციები მიმდინარეობს. რუსთაველზე გასული მოქალაქეების მოტივაცია არ შეცვლილა: პირველ დღეს უკრაინას გამოუცხადეს სოლიდარობა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი სოლიდარობას ოფიციალური თბილისის პოზიციონირებისადმი პროტესტი დაემატა, არ უერთდება რა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აქცია უფრო ხალხმრავალია, ვიდრე ეს პირველ დღეს – 24 თებერვალს, რუსეთის მიერ ომის შემდეგი ფაზის წამოწყებისას იყო.
„ბარბაროსო, ამდენი სისხლით რით ვერ გაძეხი?!“,– მიმართა აქციის ერთმა–ერთმა მონაწილემ კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს.
აქციაზე სკანდირებენ „დიდება უკრაინას“, „დიდება გმირებს!“. გაჟღერდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.
„ისინი ბოროტების იმპერიას ებრძვიან. მნიშვნელოვანია. სოლიდარობა მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ, განსაკუთრებით უკრაინაში დაინახონ, რა არის ჩვენი არჩევანი, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება!“,– ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
სულისკვეთებას იზიარებს აქციის მეორე მონაწილეც:
„ეს ხალხი სისხლიან პუტინს ებრძვის. ფიზიკურად ომი ახლა უკრაინაშია, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს, გვიცავს ჩვენ, მთელს ევროპას. დიდება გმირებს!“.
იგეგმება ფინანსური სახსრების შეგროვება უკრაინელების დასახლარებლად.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა სოლიდარობისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ხალხი სჯობს ხელისუფლებას.