ჰაკერული დაჯგუფება: რუსეთის სამთავრობო საიტები გავთიშეთ
26/02/2022 16:18:47 მსოფლიო
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტები გათიშა,– იუწყება დაჯგუფება.
საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, მთავრობის, სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოს და როსკომნადზორის ვებ–გვერდზებზე.
"Anonymous-ს აქვს უწყვეტი ოპერაციები იმისათვის, რომ .ru-ს სამთავრობო ვებსაიტები გაითიშოს და ინფორმაცია მიაწოდოს რუს ხალხს, რომ მათ პუტინის სახელმწიფო ცენზურის მანქანისგან თავისუფლად ყოფნა შეუძლიათ. ჩვენ ასევე გვაქვს უწყვეტი ოპერაციები, რათა შევინარჩუნოთ უკრაინელი ხალხი ონლაინ რეჟიმში, როგორც შეგვიძლია", - წერს Anonymous.
არხებზე უკრაინის დროშა ფრიალებს.
დაჯგუფება 2003 წლიდან ფუნქციონირებს და ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.
Anonymous–მა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო ომი გამოუცხადა.
დღეს იუწყებოდა, რომ ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილების მოიპოვა.
როგორც ქსელი აღნიშნავდა, სწორედ ეს კომპანია უწევდა ვლადიმირ პუტინს ლოჯისტიკურ დახმარებას უკრაინაში შეჭრისას და მათგან აქვთ შეძენილი ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.
Anonymous -ის ინფორმაციით მოპოვებული ფაილები ხელმისაწვდომია DDoSecrets- ვებ–საიტზე.


