ჰაკერული დაჯგუფება: "პუტინს უკრაინაში შეჭრაში ბელარუსის იარაღის მწარმოებლის კომპანია ეხმარებოდა"
26/02/2022 14:53:52 მსოფლიო
მსხვილი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო ომი გამოუცხადა, ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილების მოპოვების შესახებ იუწყება.
როგორც ქსელი აღნიშნავს, სწორედ ეს კომპანია უწევდა ვლადიმირ პუტინს ლოჯისტიკურ დახმარებას უკრაინაში შეჭრისას და მათგან აქვთ შეძენილი ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.
Anonymous -ის ინფორმაციით მოპოვებული ფაილები ხელმისაწვდომია DDoSecrets- ვებ–საიტზე.
დაჯგუფება 2003 წლიდან ფუნქციონირებს და ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


