Accentnews.ge
უკრაინამ რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა გატეხა: რუსეთი SWIFT–იდან გაითიშება

უკრაინამ რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა გატეხა: რუსეთი SWIFT–იდან გაითიშება

26/02/2022 14:36:10 ევროპა

უკრაინამ რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა გატეხა: როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება იუწყება, დასავლეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის SWIFT–იდან გათიშვის თაობაზე და დაიწყეს მზადება ამ სანქციის განსახორციელებლად.

გადაწყვეტილება ოფიციალურდ ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ უკვე დაიწყო ტექნიკური მზადება.

„ვღრღენით, ვღრღენით და გავგლიჯეთ. იმუშავა უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა დაწყებული პრეზიდენტიდან ატაშემდე“,– წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით უკრაინულ დიასპორას, რომლებიც ახორციელებენ ზეწოლას თავიანთ მთავრობებზე, რათა მათ მხარი დაეჭირათ ამ გადაწყვეტილებისთვის

„უკრაინელი დიპლომატები ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან“, - დასძინა ყულებამ.

კულებას გზავნილამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანია, ევროკავშირის უკანასკნელი სახელმწიფო, რომელმაც თავი შეიკავა რუსეთის SWIFT-დან გათიშვის მხარდაჭერისგან, დათანხმდა ამ სანქციის დაწესებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S