
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
26/02/2022 08:32:32 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე, სოფელ ბეღლეთთან ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ახორციელებს ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.