
კიევი: რუსებმა საკუთარი თვითფრინავი ჩამოაგდეს
26/02/2022 13:40:40 ევროპა
უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსულმა ფლოტმა თავდასხმისას საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„შავი ზღვის წყლებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "მეგობრულმა ცეცხლმა" საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო", - წერს უკრაინის საზღვაო ძალები "ფეისბუქ"– გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მესამე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. უკრაინას სამხედრო აგრესიის მოგერიება სამივე მიმართულებით უწევს: ზღვიდან, ჰაერიდან, ხმელეთიდან.