ზელენსკი: "თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა"
26/02/2022 14:01:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა.
"მადლობას ვუხდი მეგობარ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს". - დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, თურქულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა Reuters-ის ცნობით, გამოცემას თურქმა ოფიციალურმა განუცხადა, რომ "ანკარას რუსული გემებისთვის სრუტეების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“.


