
ზელენსკის საჯარო მხილების შემდეგ უნგრეთმა პოზიცია შეცვალა
26/02/2022 13:57:32 ევროპა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მათ შორის, SWIFT-დან დაბლოკვას.
"დღეს ვესაუბრე პრემიერ ვიქტორ ორბანს და მან კდიევ ერთხელ დამარწმუნა რომ მხარს უჭერს შორსმიმავალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, SWIFT-დან დაბლოკვას", - წერს ის ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საჯაროდ დაასახელა ორი ევროპული ქვეყანა, რომლებიც მისი თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ეწინააღმდეგებიან:
„თითქმის სრული მხარდაჭერაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რათა რუსეთი SWIFT-დან გაითიშოს. ვიმედოვნებ, გერმანიას და უნგრეთს ეყოფათ ვაჟკაცობა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი სამშობლო, დავიცვათ ევროპა“.
მიმართვის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა, უარყო ზელენსკის ინფორმაცია, თუმცა არც ინიციატივისადმი გამოუხატავს მხარდაჭერა.
"როიტერის" ცნობით, ევროკავშირჩი მიაჩნიათ, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვა რამდენიმე დღის საკითხია.